მაღალი ხარისხის ტურისტული სერვისები

24 იანვარი 2020, 17:38 22130 ნახვა

მაღალი ხარისხის ტურისტული სერვისები

#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - ტურიზმს ეთმობა.
ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად , ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელთა დახვეწა ამ სფეროსთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი გამოწვევა მაღალი ხარისხის ტურისტული სერვისების მიწოდებაა. ამ მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების გადამზადებას.

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ტრენინგზე, რომელიც გიდებისა და ღვინის მარნის მეპატრონეებისთვის კახეთში ჩატარდება.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისების განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ეკა აბესაძე და გიდი, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი თამარ ორაგველიძე.