ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი-იუბილარი

17 იანვარი 2020, 17:17 14423 ნახვა

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი-იუბილარი

#კონტაქტი
ყოველ პარასკევს „კონტაქტში“ ტურიზმის სფეროში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე ვსაუბრობთ. ასევე გაცნობთ იმ გამორჩეულ ადგილებს, რითაც ვიზიტორები ინტერესდებიან. მიმზიდველი ტურისტული ობიექტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მათ შორისაა მუზეუმები, სადაც თავმოყრილია უძველესი ისტორიული წარსულისა და კულტურის ამსახველი უნიკალური მასალები და სადაც ხორციელდება როგორც საექსპოზიციო , ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა.
დღევანდელი გადაცემა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს დაეთმო. გასული წელი მუზეუმისთვის საიუბილეო იყო. იგი 25 წლის გახდა. რითი იქნება გამორჩეული 2020 წელი ?
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველის მოადგილე სამეცნიერო დარგში თამარ შალიკაძე.