მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში

09 დეკემბერი 2019, 14:34 5625 ნახვა

მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ორგანიზებითმრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოშიპროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებში მედიის მნიშვნელობისა და როლის ხაზგასმას.

დღეს გადაცემაში კომენტარის სახით საუბრობენ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი,  ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ადრეული შეტყობინების განყოფილების უფროსი სოსო ქინქლაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი,  და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.