რა უნდა გავითვალისწინოთ ნადირობის დროს, რა სახის შეზღუდვები გვაქვს.

27 ნოემბერი 2023, 18:14 2683 ნახვა

რა უნდა გავითვალისწინოთ ნადირობის დროს, რა სახის შეზღუდვები გვაქვს.

ნადირობა-გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. საოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, ცხოველებისა და ფრინველების განადურების თავიდან ასაცილებლად კი ამოქმედდა ნადირობის წესები, რადგან გადაშენების პირას მივიდა ბევრი შინაური თუ გარეული ცხოველი.

როგორი წესები მოქმედებს ჩვენს რეალობაში და რა უნდა გავითვალისწინოთ ნადირობის დროს,  ამის შესახებ კითხვებზე გვპასუხობს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი - მაია ჩხობაძე.