დილის რადიო
4 დეკემბერი ხუთშაბთი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენძისგან გავიგებთ
# დღეს 208 წელი შესრულდა ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან, პოეტის, რომლის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. # დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა # 4 დეკემბრით დათარიღებული სხვა საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#ყოველდღიურ რუტინაში ხშირად გვავიწყდება ის , რაც რეალურად ყველაზე დიდ მნიშვნელობას ატარებს — მადლიერება. უბრალო „მადლობა“ ზოგჯერ საკმარისია იმისთვის, რომ დღეები გაფერადდეს. #ქეთი ზოსიძის სიუჟეტი სწორედ იმ უხილავ ძალაზეა, რომელიც ჩვენს ხედვას ცვლის და პატარა დეტალების მნიშვნელობას გვაყვარებს.
#სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობის ციფრული პლატფორმა და მობილური აპლიკაცია CSOtogether.com -ახალი ექსკლუზიური რეგიონული ჰაბი, რომელიც შექმნილია სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და პოლონეთის მასშტაბით.
#დილის რადიოს სტუმარი: ლია ფუტკარაძე, „საორსას“დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 13 ტიხარი დიაპაზონები
#დეკემბერია, დროა მუსიკალურად შევაჯამოთ 2025 წელი. #რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“ ეძღვნება Wolf Alice-ს და კომპოზიციას “The Last Man on Earth”, ალბომიდან Blue Weekend.
#(ჩართვა ტელევიზიაში) #ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება #დღეს ბათუმის დარამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის “საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია” პრეზენტაცია და მუსიკალური პერფორმანსი გაიმართება
# დილის რადიოს სტუმარი: მიხეილ ჯავახიშვილი, პროექტის მუსიკალური რედაქტორი, ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
გადაცემის მიწურულს კი კობა ფარტენაძისგან დღევანდელი და მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გავიგებთ