დილის რადიო

30 მაისი 2025, 10:23 272 ნახვა

დილის რადიო

30 მაისი პარასკევი 

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზი 

30 მაისით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

2009 წლის 30 მაისს სიღნაღში, ფიროსმანის მუზეუმში პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით პაბლო პიკასოს „გერნიკა:“-ს შესახებ, რომელიც შექმნისთანავე გახდა ფართოდ ცნობილი და აღიარებული 

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#პროექტის „ჯადოსნური სკივრი მუზეუმიდან“ ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო-პოპულარული ფილმის წარდგენა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში ფილმი განკუთვნილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

#დილის რადიოს სტუმარი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის , 2024 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ჯგუფური პროექტის „ჯადოსნური სკივრი მუზეუმიდან“პროექტის ხელმძღვანელი , ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის უფროსი მეცნიერ -მუშაკი ნინო ძნელაძე 

#ლენა_ჭაღალიძის რუბრიკა „მოკლე ისტორიები“ დღეს სეო წილოსანს ეთმობა

რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი ‘’ დღეს ქართველი მწერლის, დრამატურგის, მთარგმნელის, რეჟისორის- რეზო თაბუკაშვილის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ

#დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნაჩვენები იქნება მონო სპექტაკლი - ,, სიშორით სიახლოვე" სპექტაკლი ეძღვნება ოტია იოსელიანის საიუბილეო თარიღს

#დილის რადიოს სტუმრები: რეჟისორი ნინო დავითაშვილი პროექტის ავტორი და მსახიობი - შალვა აბაშიძე 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზი