დილის რადიო

26 მაისი 2025, 11:00 126 ნახვა

დილის რადიო

26 მაისი ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა ზუსტად 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, სადაც პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდა უამრავი მამულიშვილი. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 7 ათეული წლის შემდეგ წლის შემდეგ, შეძლო-გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ მოახერხა დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

გადაცემის ანონსი. 

ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება

#დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა , 26 მაისით დათარიღებული სხვა ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით 

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად დღეს ,26 მაისს კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ტოკიოში საქართველოს ღირსებას ცხრა მებრძოლი - 7 მამაკაცი და 2 ქალი დაიცავს. როგორია მზადება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ?

#დილის რადიოს სტუმრები: ლაშა ოზბეთელაშვილი და დავით მსხალაძე - ევროპის მოქმედი ჩემპიონები, საქართველოს ნაკრების წევრები 

#ქართული მრავალენოვანი AI ასისტენტი - Suliko AI- ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ რუბრიკის სტუმარი: მიხეილ თენიეშვილი; Suliko AI-ის მთავარი ტექნიკური ოფიცერი

#26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა #26 მაისი და მისი მნიშვნელობა

#დილის რადიოს სტუმარი: არჩილ ვარშალომიძე -ისტორიკოსი, ბსუ-ს საზოგადოებერივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი

#საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში

#დილის რადიოს სტუმარი: გურამ ფუტკარაძე - აჭარის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორი. 1

#რუბრიკაში „ოქროს ფონდი“დღეს მოვისმენთ ქართული მწერლობის კლასიკოსის , პოეზიის დედოფლად აღიარებული ანა კალანდაძის ლექსს „საქართველოო ლამაზო“ , რომელიც პოეტმა ბათუმში ერთ-ერთი სტუმრობისას ახალგაზრდებთან შეხვედრისას წაიკითხა

#ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ 

ამინდი კობა