ინტერვიუ მელისა ალდანასთან
მელისა ალდანა - კომპოზიტორი და ტენორ საქსოფონისტი, რომლის მელოდიებიც ლირიკული სიღრმითა და ემოციური არქიტექტურით გამოირჩევა - „რადიო ბაქანის“ ეთერშია. „გრემის“ მრავალგზის ნომინანტი და თელონიუს მონკის საერთაშორისო კონკურსის პირველი ქალი გამარჯვებული გვიხსნის კარს თავის აკუსტიკური სამყაროში. მოუსმინეთ, როგორ იქცევა პირადი გამოცდილება, დაფარული ემოციები და შინაგანი ხედვები – იმპროვიზაციის განუმეორებელ ეპიზოდებად და კომპოზიციურ თხრობად.
მელისა ალდანას ფოტოს ავტორი: Tore Sætre ფოტომონტაჟი: სალომე ლაბაძე გახმოვანება: თამთა სულაბერიძე