რიგითი ბეინი - დექსტრუქციული ძალა

18 ოქტომბერი 2023, 11:24 1630 ნახვა

რიგითი ბეინი - დექსტრუქციული ძალა

რეალურად, ტრილოგიის ბოლო ნაწილი ბეტმენის ფსიქოლოგიურ გადატვირთვაზეა. რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი გატეხილი გმირის დაბრუნებაზე გვიყვება, სადაც ბეინიც და მისი თანამზრახველებიც, ბეტმენის აღზევების, სირთულეების, შიშების დაძლევის ერთ-ერთი ეტაპია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბეინი ფილმის ცენტრალური გმირი არაა, მაინც შთამბეჭდავი პერსონაჟი მივიღეთ. ძლიერი, ცივი გონებით მოქმედი, იდეის ერთგული და დესტრუქციული ძალა.