ჟანრის კანონების წინააღმდეგ

13 ივნისი 2023, 10:33 3113 ნახვა

ჟანრის კანონების წინააღმდეგ

სანამ ჰოლივუდი ჯონ მაკლეინს გამოაჩენდა, "ექშენ' კინოს მაყურებელი მიჩვეული იყო კუნთმაგარ გმირს, ადამიან-არმიას, რომელიც მარტო უმკლავდებოდა ათეულობით ბოროტმოქმედს. საზოგადოების გადასარჩენად დარაზმული სუპეგმირი პერსონაჟები დიდი ცეცხლსასროლი იარაღებიდან ისვრიან და მათ გზაზე ყველაფერს ნაცარტუტად აქცევენ. დროსთან ერთად, საზოგადოების მხრიდან, ამ შაბლონზე დაკვეთა მცირდებოდა და ამ დროს, 1988 წელს, ეკრანზე ჩნდება ჯონ მაკლეინი, ადამიანი თავისი სისუსტეებითა და შიშით