ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში
მსოფლიო ბანკის (BBSEA) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) პარტნიორობით, ქ. ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც შავი ზღვის დაბინძურების პრობლემებსა და მისი შემცირების გზებზე იყო ფოკუსირებული. შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის ,,შავი ზღვის გალურჯება” (BBSEA) ფარგლებში, ჩატარებული კვლევის - „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ ანგარიშის გაცნობა, ცოდნის გაზიარება, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტებისა და გამოწვევების, ასევე, სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენდა.
ამ თემაზე ვსაუბრობ დღეს გადაცემაში, კითხვებზე მპასუხობს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.