გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა - აგვისტომდე აკრძალულია

14 მარტი 2022, 21:51 7993 ნახვა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა - აგვისტომდე აკრძალულია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ამკაცრებს.

 აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია. ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

აღნიშნულ საკითხებზე, სატელეფონო ჩართვით -  კითხვებზე გვპასუხობს ნონა ხელაია გარემოს დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.