ბიოსფერული რეზერვატის დაარსება - სამი ალაზნისა და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის პროექტის შექმნა

17 იანვარი 2022, 19:33 4198 ნახვა

ბიოსფერული რეზერვატის დაარსება - სამი ალაზნისა და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის პროექტის შექმნა

საქართველოს მთავრობის სახელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო UNESCO- სამდივნოში ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის და დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს.

იოსფერული რეზერვატის დაარსებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიქმნება პირველი სამოდელო რეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვას. საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება 233,857 ჰექტრით და მთლიანი ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 22 % იქნება.

ამ ყველაფერზე დღეს გადაცემაში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი საუბრობს.