ბექა მინაძე

09 ოქტომბერი 2025, 11:45 222 ნახვა

ბექა მინაძე

 

ახალი თაობის მუსიკოსს (გიტარისტი,ვოკალისტი,სიმღერების ავტორი) და პროდიუსერს ბექა მინაძეს მუსიკით თვითგამოხატვის სურვილი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მშობლიურ ქუთაისში ცხოვრების პერიოდში სწვევია. მაშინ თანამოაზრებთან ერთად ქოვერბენდის შეკრება შეძლო და კლასიკურ როკ თემებს ასრულებდა.
 თბილისში სასწავლებლად და საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ მასსავით მუსიკით გატაცებული ბას გიტარისტი ლაშა ხიჯაკაძე გაიცნო და მასთან ერთად  ჯგუფი
The Orion ჩამოაყალიბა. ჯგუფმა 2017 წელს საკუთარი რეპერტუარით შემდგარი ალბომი Lunatic Asylum ჩაიწერა. The Orion მალე დაიშალა და ბექამ ელექტრონულ ჟღერადობასთან ექსპერიმენტმა გაიტაცა და რამდენიმე ამ მიმართულების კომპოზიციაც გამოაქვეყნა.
2021 წელს ბექამ ახალი ჯგუფის
Parasite შეკრება მოახერხა, ძველ დრამერ ლუკა ბოკუჩავასთან და ახლადგაცნობილ ბას გიტარისტ სანდრო კიკნაძესთან ერთად. პირველი ცოცხალი ჩანაწერიც მალევე გამოჩნდა, კერძოდ სიმღერა Mountain Tales. ჯგუფმა გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება პოლონეთში ეცადა და გაემგზავრა კიდეც - მომდევნო ლაივ ჩანაწერებიც სწორედ იქ გაკეთდა 2023 წელს. პოლონეთიდან, მას შემდეგ რაც ჯგუფმა შეაჩერა მოღვაწეობა ბექა ბერლინში გადაბარგდა და იქ განაგრძო მუსიკაზე მუშაობა.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ბექა გაპასიურდა საავტორო მუსიკის მიმართულებით და სტუდიაში ხმის ინჟინრად მუშაობა დაიწყო.
მიმდინარე წლის დასაწყიში Parasite-ის წევრებმა კვლავ შეკრება და ერთად მუზიცირება გადაწყვიტეს. შედეგად ახალი
ჩანაწერები გაჩნდა, რომელთა გამოცემას ამ შემოდგომაზე გეგმავენ.