მუსიკალური პროექტი Kid Jesus

08 ოქტომბერი 2022, 15:36 1385 ნახვა

მუსიკალური პროექტი Kid Jesus

მუსიკალური პროექტის Kid Jesus უკან გიტარისტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი ლევან შანშიაშვილი დგას. ერთ-ერთ პირველ გადაცემათა ციკლში თქვენ შეხვედრიხართ მას - ლევანი დასაწყისიდან წლების მანძილზე ღირსეულად ირიცხებოდა ჯგუფში Young Georgian Lolitaz, შემდეგ ამის პარალელურად საკუთრი სოლო პროექტიც წარუდგინა მსმენელს, ჯერ 2013 წელს სამსიმღერიანი სინგლით Hikikonori და 2017 წელს უკვე სრული ალბომი შემოგვთავაზა White Rat.
შუალედებში და შემდეგაც არაერთი დასამახსოვრებელი სოლო გამოსვლა ჰქონდა ცოცხალი კონცერტებისა თუ სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმის ლაივ სესიების ფარგლებში.
ამ ჯერზე ლევანთან მის ახალ ალბომზე Sweetheart ვისაუბრეთ.