ივნისის ახალი მუსიკალური გამოცემები

28 ივნისი 2025, 15:47 314 ნახვა

ივნისის ახალი მუსიკალური გამოცემები

Naive Man – The Notebook
 

ახალგაზრდა მუსიკოსის, სიმღერების ავტორის და ვოკალისტის ლევან თხინვალელის მუსიკალური კარიერა 4 წლის წინ დაიწყო - ფსევდონიმით Naive Man პირველი სიმღერები გამოაქვეყნა: Illusion, Changing Heart.. რეპერტუარი თანდათან შეივსო ახალი სიმღერებით, რომელთა ცოცხლად შესასრულებლად ჯგუფიც შეკრიბა: Naive Man and His Heartbreakers. ამ რამდენიმე ხნის წინ ლევანმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ წარადგინა ახალი სიმღერა The Notebook.
 

Bedford Falls – Ultraamarine
 

თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენაზე ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფი Bedford Falls, მართალია კონცერტებით აქტიურობს, მაგრამ ახალი გამოცემები შემოდგომის შემდეგ მისგან არ ყოფილა. და აი გამოქვეყნდა სიმღერა Ultramarine, რომლის ჩაწერაც დიდი ხანია იგეგმებოდა.

Afternoon Version

ქართული ალტერნატიული სცენის ვეტერანი ჯგუფი 90-იანებიდან Afternoon Version კვლავ აგრძელებს მსმენლის გახარებას ახალი ჩანაწერებით და ახლაც განსხვავებული ხასიათის სიმღერა Simply გამოაქვეყნა.