# 16 ოქტომბერი ალერგოლოგ-იმუნოლოგების პროფესიული დღესასწაულია
# კონტაქტი
თანამედროვე სამყაროში, სადაც მზარდია ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ადამიანების რიცხვი, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ექიმების როლი ,რომლებიც მკურნალობენ ორგანიზმის ალერგიულ რეაქციებსა და იმუნური სისტემის დარღვევას.
რატომღაც ფიქრობენ , რომ სეზონური ალერგიები მხოლოდ გაზაფხულისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა არც შემოდგომაა გამონაკლისი.
დღევანდელი, 16 ოქტომბრის გადაცემაში ვისაუბრეთ შემოდგომის ალერგიის მიზეზებზე, სიმპტომებზე, მკურნალობასა და პრევენციაზე.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ალერგოლოგ-იმუნოლოგი მეგი ხაბაზი.