დილის რადიო

17 ოქტომბერი 2024, 10:46 358 ნახვა

დილის რადიო

17 ოქტომბერი 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს

17 ოქტომბრით არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო ფაქტები და მოვლენებია დათარიღებული, მათ შესახებ მოგიყვებით  

რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს დაეთმობა რამაზ ჩხიკვაძეს,  მსახიობს , რომელმაც კინოსა და თეატრში მთელი ეპოქა შექმნა. რამაზ ჩხიკვაძე თავისი როლებით მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა. დღეს მოისმენთ 1988 წელს ბათუმში გაკეთებული ჩანაწერის ფრაგმენტს. რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალებიდან დღეს 13 წელი გავიდა 

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება. #‘’კრივის კლუბ ბათუმისა ‘’ და გელა აბაშიძის სახელობის კრივის კლუბის მოკრივეები მონაწილეობდნენ საერთაშორისო საკონტროლო შეხვედრებში, რომელიც თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გაიმართა. კრივის საერთაშორისო ასოციაციმ კი აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს გელა აბაშიძეს 1-ვარსკვლავიანი მწვრთნელის სტატუსი მიანიჭა.

#დილის რადიოს სტუმარი გოჩა აბაშიძე - აჭარის კრივის ფედერაციის დამფუძნებელი 

# რატი რატიანი რუბრიკაში „დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს დაპირებისამებრ, ისაუბრებს ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ტრანსფორმაციაზე და ახალ სახელებზე 

როგორ დავამარცხოთ შიშები და ფობიები -ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩევები“. #რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი დავით ქათამაძე. 

#„ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის"

18 ოქტომბერს ბსუ-ში მეცნიერების ფესტივალი გაიმართება

#დილის რადიოს სტუმრები : თამარ მაჭუტაძე-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი და როინ მალაყმაძე- ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი

#სეზონური გრიპის ვაქცინაცია

#დილის რადიოს სტუმარი: ნანა ჯინჭარაძე - აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი

#პროსპეროს წიგნები ბათუმში

#დილის რადიოს სტუმარი: ირინა ცერცვაძე- საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან