დილის რადიო

13 ივნისი 2024, 11:19 380 ნახვა

დილის რადიო

13 ივნისი 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს 

#დღეს 9 წელი გავიდა ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან.# 13 ივნისი ალბინიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა. #დღეს აღინიშნება საკერავი მანქანის საერთაშორისო დღე. # 13 ივნისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით 

#რომელი საკვები აზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს კბილებს -ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩვევები“ #რუბრიკის სტუმარია ექიმი-სტომატოლოგი თამილა ავალიანი.

#ბაჩუკი სულაბერიძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - „მაესტრო“ აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში

#დილის რადიოს სტუმრები: ლევან წულუკიძე-აჭარის ხელოვნების მუზეუმის მთავარი კურატორი და ახალგაზრდა მხატვარი ბაჩუკი სულაბერიძე

#რუბრიკა- რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს კომპოზიტორ გიორგი ცაბაძეს დაეთმობა,, ბატონ გიორგის გამორჩეულად უყვარდა ბათუმი და და ეს სიყვარული მის შემოქმედებაშიც აისახა რადიო აჭარის ოქროს ფონდი გიორგი ცაბაძის ხმის არაერთ ჩანაწერის ინახავს , დღეს მის ერთ პატარა მოგონებ ას შემოგთავაზებთ ბათუმზე 

#აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კლასიკური მუსიკის მიმართულებით ვოკალისტებისა და ინსტრუმენტალისტებისათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

#დილის რადიოს სტუმრები: კაკო ძნელაძე-აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ოთარ ბაჩო ნაკაშიძე -საოპერო მომღერალი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი

#Tame Impala-ს მუსიკალური ტრანსფორმაცია ერთ ტრეკში - Eventually -ამ თემას ეთმობა რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდი