დილის რადიო

06 ივნისი 2024, 10:11 420 ნახვა

დილის რადიო

6 ივნისი, 2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი 

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს

 6 ივნისით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ბ

#ათუმელმა ბოდიბილდერმა გიორგი საფარიძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რამდენიმე დღეში კი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე DIAMOND CUP-ზე ასევე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო. როგორ აფასებს მის შედეგებს და როგორია სამომავლო გეგმები ?

#დილის რადიოს სტუმარი გიორგი საფარიძე - ბოდიბილდერი და ფიტნეს ინსტრუქტორი 

#ხველა და მისი გამომწვევი მიზეზები -ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩვევები“ #რუბრიკის სტუმარია ალერგოლო-იმუნოლოგი მეგი ხაბაზი

#სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და საგრანტო კონკურსი

#დილის რადიოს სტუმარი: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე.

#რუბრიკა- რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს პოეტ ზურაბ გორგილაძეს დაეთმობა,, ბატონი ზურაბი რადიოს ხშირი სტუმარი იყო და ჩვენს ფონდში მისი ხმის არაერთი ჩანაწერი ინახება, ჩანაწერი , რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, 1988 წლითაა დათარიღებული 

#ნაცნობი უცნობი მუსიკა - ასე ეწოდება პროექტს, რომლის პრეზენტაცია 8 ივნისს ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში გაიმართება. პროექტი ბათუმის მერიის „თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ კონკურსის გამარჯვებულია პროექტის მიზანია სხვადასხვა ტიპის შემსრულებელთა კოლაბორაცია დილის რადიოს სტუმრები: პროექტის მონაწილეები: ანა ხაჟომია (ვოკალი) და ლიკა გაბელაია ( ფორტეპიანო) ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები

#ცენზურა მუსიკაში - ჰიპ-ჰოპ სცენის სკანდალი და ამით ინსპირირებული მუსიკა -ამ თემას ეთმობა რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“ (

სპორტის სიახლეები 

ამინდი