ტრენინგები ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით

15 აპრილი 2024, 17:28 5532 ნახვა

ტრენინგები ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით

# კონტაქტი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს ატარებს . მიმტანების ტრენინგი დასრულდა , მაგრამ სექტორში დასაქმებული სხვა სამიზნე ჯგუფებიდან განაცხადების მიღება გრძელდება.

როგორია სერვისების კუთხით არსებული რეალობა , რა პრინციპით ხდება სამიზნე ჯგუფების შერჩევა და ტრენინგები რა პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებაზეა ორიენტირებული -ამაზე დღევანდელი ,15 აპრილის გადაცემაში ისაუბრეს ეკა აბესაძემ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა და ბესო შავიშვილმა , ტრენერმა სარესტორნო მომსახურების მიმართულებით.