STRING/THE JETBIRD

10 იანვარი 2024, 18:15 763 ნახვა

STRING/THE JETBIRD

ჯგუფი String 2000-იანების ქართველი ახალგაზრდა თაობის ალტერნატიული მუსიკალური ჯგუფების ერთ-ერთი წარმოამდგენელია. მისი შექმნის სურვილი და იდეა ორ, ბრიტანული როკ მუსიკით გატაცებულ, იმდროსთვის თინეიჯერს დათო ლომიძესა და გიორგი მარს გაუჩნდათ. შემადგენლობის ცვლილებების შემდეგ String-ი კვარტეტად ჩამოყალიბდა - დანარჩენი ორი წევრი გოგა კაკულია და სანდრო სახამბერიძე გახლდნენ.
ჯგუფმა საპროდიუსერო კომპანია Step Records-თან ერთად შეძლო მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა. თუმცა ის გამოუცემელი დარჩა და მასში შესული რეპერტუარი მსმენელადმდე მხოლოდ ცოცხალი კონცერტების და რამდენიმე სიმღერაზე გადაღებული ვიდეო კლიპის საშუალებით აღწევდა და იძენდა პოპულარობას.
String-ის დაშლის (2009) შემდეგ მისმა ვოკალისტმა და ერთ-ერთმა ლიდერმა დათო ლომიძემ Step Records-თან თანამშრომლობა განაგრძო და ჯგუფ „მწვანე ოთახთან“ ერთად ელექტრონული მიმართულების სიმღერების სერია შექმნა. თუმდა მანამდე, დეიდაშვილ თორნიკე რიკიაშვილთან ერთად ჯგუფი JetBird ჩამოაყალიბა - ელექტრო გიტარისტისა და დრამერ-ვოკალისტის ეს დუეტი გარკვეული პაუზის შემდეგ ახლა კვლავ კრებს ენერგიას მსმენელთან მისასვლელად.