Afternoon version

11 დეკემბერი 2022, 14:23 2190 ნახვა

Afternoon version

ამ ჯგუფის ისტორია 1990იანების თბილისში იწყება, როდესაც 15-16 წლის მეგობრებს (ნიკა წერეთელი, გოგა ქავთარაძე, გიორგი სიხარულიძე, ზურა ძაგნიძე, მიშა აბესაძე) მუსიკის სიყვარულმა საკუთარი ჯგუფი ჩამოყალიბებისკენ უბიძგა.
(მეორე გიტარისტი დათო თოიძე ბიჭებს მოგვიანებით შეუერთდა).
ბევრი მცდელობების შემდეგ შეიქმნა კიდეც ასეთი ჯგუფი Afternoon Version.
ბიჭებმა პირველი ჩანაწერი 1993 წელს თბილისის ხმისჩამწერ სტუდია „მელოდიაში“ გააკეთეს.
იმ დროიდან მოყოლებული დღევანდლამდე არაერთი სინგლი თუ ალბომი გამოიცა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების ფონზე.
დღესდღეობით ჯგუფის ბირთვმა გიორგი სიხარულიძემ (სიხამ), ზურა ძაგნიძემ (ზურიჩამ) და გოგა ქავთარაძემ Afernoon Version-ის დისკოგრაფიას ახლახანს ახალი ალბომი შემატა: Unfortunately Dizzy - ხუთსიმღერიანი EP.

ეს ნამუშევარი მუსიკისთა ცხოვრებისეული თუ შემოქმედებითი გამოცდილების ერთგვარი ეტაპობრივი შეფასებაა, ახალი გამოწვევებისთვის შემზადება.