Saffron Soul - ჩემი ალტერნატივა

24 სექტემბერი 2023, 13:47 1768 ნახვა

Saffron Soul - ჩემი ალტერნატივა

ეს მუსიკალური პროექტი ორი თაობის შემოქმედებითი თანხვედრის შედეგია - ოჯახური წყვილის ლანა ლობილაძისა და უჩა გუგუნავას (რომელსაც ფართო მსმენელი ჯგუფ „ინსაითიდან“ იცნობს) მუსიკის შექმნის სურვილი მათი მეგობრების შვილებმა,  ნიკა გოგიაშვილმა და ნოე ჭელიძემ შეაფხიზლეს: ბიჭებმა, მას შემდეგ რაც როგორც ინსტრუმენტალისტებმა (გიტარისტმა და ბას გიტარისტმა) გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, საავტორო მუსიკის შექმნას შეუდგნენ და მშობლების რჩევით პირველი აკუსტიკური კომპოზიციები უჩასა და ლანას მოასმენინეს. ამას კი მოყვა ჟღერადობასთან, ლირიკასთან, არანჟირებასთან, სტილებთან ექსპერიმენტების ჯაჭვი და ეს სასიამოვნოდ მჟღერი კვარტეტი.
Safron Soul-მა პირველი სინგლი Unspoken Words 2022 წლის თებერვალში, ხოლო ალბომი Tale გასულ ზაფხულს გამოსცა.