დილის რადიო

01 ნოემბერი 2023, 10:17 4984 ნახვა

დილის რადიო

1 ნოემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

დღის კალენდარი- 1 ნოემბრით  დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ბათუმში ახალი სპორტდარბაზი გაიხსნა, სადაც ერთ სივრცეში ფიტნესი ,MMA,კრივი, გრეპლინგი და აერობიკა იქნება გაერთიანებული. სპორტდარბაზში რამდენიმე ტიპის სოციალური პაკეტი იფუნქციონირებს. სტუდენტები, სოციალურად დაუცველი პირები და წარმატებული სპორტსმენები განსაკუთრებულ შეღავათებს მიიღებენ.

დილის რადიოს სტუმრები: რომა აბაშიძე - აჭარის შერეული ორთაბრძოლების ასოციაცია "მგლების" დამფუძნებელი ირაკლი ცეცხლაძე - ფიტნეს ინსტრუქტორი

ნოემბრის პირველი ოთხშაბათი სტრესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა . ამ დღის მიზანი სტრესთან გამკლავების გზებზე ინფორმაციის გავრცელებაა. თარიღი სტრესის მართვის სერთაშორისო ასოციაციამ დააწესა, რადგან თვალსაჩინო გახდა სტრესული მდგომარეობის ნეგატიური გავლენა ჯანმრთელობაზე, განწყობაზე , ქცევასა და შრომისუნარიანობაზე.

სტრესი და მისი მართვა -ამ თემაზე დილის რადიოს სტუმარი: ფსიქოლოგი დავით ქათამაძე

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით ედვარდ მუნკის ნამუშევრის შესახებ სახელწოდებით „კივილი“

რუბრიკაში „აჭარის რადიოს ოქროს ფონდი“ -დღეს ეროსი მანჯგალაძის ხმის ჩანაწერს მოისმენთ

სტატიების კონკურსი თემაზე - „პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება“

დილის რადიოს სტუმარი: მარიამ მაისურაძე-პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი

ბავშვი და თამაში -ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია -მშობელი’’ რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი მარიამ ათაბაგი 

კობა ამინდი