დილის რადიო

27 ივნისი 2024, 10:43 101 ნახვა

დილის რადიო

27 ივნისი  2024 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მოგესალმებით ყველას. საოცარი დილა გათენდა, წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა თავის გულშემატკივარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა , ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანია ველოდით და ეს ოცნება ახლა რეალობად იქცა , გილოცავთ ყველას, დიდსა თუ პატარას, რადგან პორტუგალიასთან მატჩში მოპოვებულმა გამარჯვებამ ნამდვილი სახალხო ზეიმის საფუძველი შექმნა და ამ ზეიმის მუხტმა ყველა და ყველაფერი დაიპყრო. გილოცავთ და ამ თემას ცხადია დღეს არაერთხელ შევეხებით 

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს

#დღეს თევზჭერის მსოფლიო დღეა . #დღეს 121 წელი შესრულდა ევგენი მიქელაძის დაბადებიდან , ვის სახელსაც უკავშირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაარსება. #27 ივნისით დათარიღებულ სხვა საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება და რა თქმა უნდა, მთავარი თემა ევროპის საფახბურთო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ნაკრების ისტორიული გამარჯვება იქნება

#რა სახის დაცვა სჭირდება კანს ზაფხულში, როგორ უნდა გავირუჯოთ უსაფრთხოდ, რა უნდა ვიცოდეთ იმ შემთხვევაში თუ ალერგიული ვართ--ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩვევები“ #რუბრიკის სტუმარია დერმატო-ვენეროლოგი მედიცინის დოქტორი ლელა ბერიძე.

#საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან" წელს მეთორმეტედ გაიმართება

#დილის რადიოს სტუმარი: ვახტანგ ბერიძე - ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი

# რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს დაეთმობა სთენდაფ კომედიანტის, ბო ბორნჰამის სატირულ- მუსიკალურ ტექსტებს

.# რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ქართველ პოეტსა და პროზაიკოსს არჩილ სულაკაურს გავიხსენებთ . .რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან ერთ ჩანაწერს შემოგთვაზებთ,რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა გაკეთებული

#მუსიკა განწყობისთვის- ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის კონცერტი ღია ცის ქვეშ

#დილის რადიოს სტუმრები: ზაირა ვადაჭკორია- ქალთა აკადემიური კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი გელა ვადაჭკორია -ქალთა აკადემიური კამერული გუნდის მთავარი დირიჟორი

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი