დილის რადიო

28 ივნისი 2024, 10:58 86 ნახვა

დილის რადიო

28 ივნისი 2024 წელი

მისალმება, გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება

28 ივნისით დათარიღებული ფაქტებისა და მოვლენებოს შესახებ მოგიყვებით

#სპორტის სიახლეებს, ტრადიციულად, სეო წილოსანი გაგვაცნობს საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და 16 საუკეთესო ევროპულ ნაკრებს შორის აგრძელებს ასპარეზობას. ჩვენი ნაკრები 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება. როგორია ემოციები ისტორიული შედეგის შემდეგ ?

#დილის რადიოს სტუდიის სტუმარი : ზაურ კეკელიძე -მწვრთნელი , ვეტერანი ფეხბურთელი

#დღეს ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში „მოკლე ისტორიები“ გაიცნობთ 86 წლის ლავრენტი სეიდიშვილს -შორეული ნაოსნობის კაპიტანს და პედაგოგს

#დასვენების ფსიქოლოგიური საჭიროება

#დილის რადიოს სტუმარი ფსიქოლოგი თეა ხინთიბიძე

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს ყველაზე უცნაური ქანდაკებების შესახებ მოგიყვებით

რუბრიკა- რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს კომპოზიტორ ეთერ ჭელიძეს დაეთმობა,, ქალბატონ ეთერს გამორჩეულად უყვარდა ბათუმი და და ეს სიყვარული მის შემოქმედებაშიც აისახა რადიო აჭარის ოქროს ფონდი ეთერ ჭლიძის ხმის არაერთ ჩანაწერის ინახავს , დღეს მის ერთ პატარა მოგონებას შემოგთავაზებთ ბათუმზე 

#„ლიტერატურა იალაღებზე“-ასე ეწოდება პროექტს, რომელზეც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ

დილის რადიოს სტუმრები  :  პოეტი ნანო შაინიძე და და ორგანიზაციის "საწუთროს ამბები" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვახტანგ გოგრაჭაძე