აჭარის საარქივო სამმართველო 100 წლისაა

01 მაისი 2023, 17:35 9255 ნახვა

აჭარის საარქივო სამმართველო 100 წლისაა

# „კონტაქტი

საქართველოში არქივებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და ამ ისტორიის ნაწილია აჭარის საარქივო სამმართველო , რომლის ფონდში სხვადასხვა პერიოდის ასეულ ათასობით ფოტო, ვიდეო და წერილობითი მასალაა თავმოყრილი.

1923 წლის 11 აპრილი აჭარაში საარქივო განყოფილების შექმნის თარიღია . მიმდინარე წელი აჭარის არქივისთვის საიუბილეოა, ის 100 წლისაა. წლების განმავლობაში არქივმა სტატუსი ბევრჯერ შეიცვალა . ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო , თუმცა, უცვლელია მისი მისია - საარქივო საქმის მართვა , საქმისწარმოების სრულყოფა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებაზე ზრუნვა.

დღევანდელი, 1 მაისის გადაცემა აჭარის საარქივო სამმართველოს საქმიანობას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ : მაია ივანიშვილი- აჭარის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელი , მადონა ცხადაძე- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილების უფროსი