#აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფასო საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამა #კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
# „კონტაქტი“
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უფასო საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამას იწყებს . რა არის პროგრამის მიზანი და ვის შეუძლია მონაწილეობა -ამაზე დღევანდელი, 24 მარტის გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა აბესაძემ ისაუბრა.
გადაცემის მეორე ნაწილი კამელიების გამოფენას დაეთმო.
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ , 26 მარტს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილში , ულამაზესი დახვეწილი ყვავილებითა და მარადმწვანე ფოთლებით გამორჩეული კამელიების ხუთი სახეობა იქნება წარმოდგენილი.
დეტალები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების უფროსმა ჯულიეტა ჯაყელმა გაგვაცნო.