მაილზის ცივი სოლო ფრანგულ კინოში

22 იანვარი 2023, 14:38 3388 ნახვა

მაილზის ცივი სოლო ფრანგულ კინოში

ჯაზიც და კინოც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იცვლებოდა, ვიტარდებოდა. თუ ევროპაში, იტალიური ნეორიალიზმი ცდილობდა თანამედროვე ადამიანის და მისი ყოფის ჩვენებას, ჯაზში აცეკვებული სვინგი, სცენიდან გამოდის და კომლექსური ბიბოპში ეშვება. ორივე შემთხვევაში ტრადიციული ფორმები იცვლებოდა, შემოდიოდა მეტი კომპლექსურობა და ინდივიდუალური თვითგამოხატვა - ავტორების ახალი ხედვები და იმპროვიზაცია. ევროპის კონტექსტში ჯაზისა და კინოს მეგობრობა 50-იანი წლების მეორე ნახევარში საუკეთესოდ ჩნდება ფრანგულ ახალ ტალღასთან დაკავშირებულ ფილმებში. ამ დროის ერთ-ერთი მთავარი ბგერა მაილზ დევისმა შექმნა