ბსუ-ს სტუდენტები ევროპის უნივერსიტეტებში გაემგზავრებიან

23 იანვარი 2023, 17:51 10794 ნახვა

ბსუ-ს სტუდენტები ევროპის უნივერსიტეტებში გაემგზავრებიან

# „კონტაქტი“

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა .

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცდაორი სტუდენტი, „Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში განათლებას მიიღებენ გერმანიის, ესპანეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და თურქეთის უნივერსიტეტებში.

დღევანდელი, 23 იანვრის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ ნანა ყურშუბაძე, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბსუ-ს „Erasmus+“-ის კოორდინატორი და პროექტის გამარჯვებული სტუდენტები ნინო ვარშანიძე და ნინო ბერიძე.