ლაბორატორია 2/20

22 ოქტომბერი 2021, 17:14 520 ნახვა

ლაბორატორია 2/20

# კონტაქტი

დღევანდელი,22 ოქტომბრის გადაცემა კულტურის სფეროს დაეთმო.

23 ოქტომბერს 18 საათიდან 23 საათამდე ანბანის კოშკთან არსებული კლუბი „კიბე „ უმასპინძლებს ლაბორატორია 2/20-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენას. წარმოდგენილი იქნება პროექტის მონაწილე 6 მხატვრის მიერ შესრულებული 18 ტილო , ნახატების შთაგონებით დაწერილი ტექსტებისა და მუსიკის მიხედვით შექმნილი ვიდეოარტები.

გამოფენას მუსიკალურად გააფორმებს ვაკო ბლიაძისა და არჩილ დავითაძის ექსპერიმენტული კოლაბორაცია.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ პროექტის ავტორები და გამოფენის ორგანიზატორები ოთარ ქათამაძე და ირმა სურმანიძე.

ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მხატვარი ნინი ნარიმანიშვილი.