ექსტენციის სადემონსტრაციო ნაკვეთები

09 ნოემბერი 2022, 17:26 9674 ნახვა

ექსტენციის სადემონსტრაციო ნაკვეთები

# „კონტაქტი“

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბალ პროდუქტიულობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ფერმერთა განათლების და ახალ ტექნოლოგიებთან წვდომის სიმწირე.

ფერმერებისა და აგრომეწარმეების საქმიანობის ეფექტურობისა და მდგრადობის ამაღლების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე წელია აგრარული ექსტენციის მიწოდების ქვეპროგრამას ახოციელებს.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის ექსტენციის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო. ახლახან ამ ნაკვეთების მონიტორინგი განხორციელდა. დეტალებზე დღევანდელი, 9 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.