ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოები დამწყები და მოქმედი გიდებისთვის

05 ნოემბერი 2021, 17:20 797 ნახვა

ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოები დამწყები და მოქმედი გიდებისთვის

# კონტაქტი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დამწყები და მოქმედი გიდებისთვის ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს ამზადებს. წიგნებზე პრაქტიკოსი გიდები და დარგის სპეციალისტები მუშაობენ. სამენოვანი სახელმძღვანელოები, არსებული და ახალი ტურებით, ელექტრონული რუკებით, ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და საინტერესო ინფორმაციებით, წლის ბოლოსთვის გამოიცემა.

დღევანდელი, 5 ნოემბრის „კონტაქტი“ ამ თემას დაეთმო.

"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ :ეკა აბესაძე-აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი,თამარ ორაგველიძე-სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

ტელეფონით გვერთვებოდა სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მინდია ბაჟუნაიშვილი.