დასავლეთ სანაპიროს პოლიტიკური ხმა

03 ივლისი 2022, 13:55 3097 ნახვა

დასავლეთ სანაპიროს პოლიტიკური ხმა

დღეს უმეტესობა პაკს, ასე ეძახდნენ მას, იხსენებს, როგორც რეპერს, რომელმაც ჰიპ-ჰოპ კულტურა ფუნდამენტურად შეცვალა და უდიდესი გავლენა იქონია ახალი თაობის რეპერებზე, იქნება ეს ემინემი თუ დღეს პიკში მყოფი კენდრიკ ლამარი. თუმცა, დღევანდელ გადაცემაში შევეცდები გაჩვენოთ სხვა ტუპაკი. MTV-ის ერაში ნანახი პაკი თავისი სკანდალური ტატუაჟით Thug life და ჰიპ-ჰოპის სუბ-ჟანრში განსხეულებული ახალი მოდისა და სტილის კანონმდებლის მიღმა დაჩრდილული პოეტი, რომელიც კითხულობდა და ციტირებდა შექსპირს, მარტინ ლუთერს, მალკოლმ იქსს თუ მაკიაველის - ანუ ვნახოთ აფროამერიკელებისთვის, უფლებებისთვის მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი.