სერჯო ლეონეს ე.წ დოლარი ტრილოგია
„სპაგეტი ვესტერნების“ სუბჟანრის ოქროს პერიოდი სულ რამდენიმე წელი გრძელდებოდა და ამ წლების განმავლობაში გადაიღეს მსოფლიო კინოს კლასიკად ქცეული ფილმები. მათ შორის ჟანრის კვინტესენციად ქცეული სერჯო ლეონეს ე.წ დოლარი ტრილოგია. ლეონე ამ ქვეჟანრის მამად და მთავარ იდეოლოგად ითვლება, რომელმაც ვესტერნების ჟანრის ტრანსფორმაცია მოახდინა.