A Love Supreme - ღმერთთან დაახლოების სულიერი მანიფესტი

04 დეკემბერი 2022, 14:52 3086 ნახვა

A Love Supreme - ღმერთთან დაახლოების სულიერი მანიფესტი

 A Love Supreme - ჯაზის მესიამ ეს ლეგენდარული ალბომი თავისი სახლის სხვენზე 10 დღიანი გამოკეტვის, ფიქრისა და განსჯის, და ალბათ, რელიგიური მედიტაციების შედეგად მიიღო. უფრო კი ებოძა, როგორც თავად ამბობდა. ეს დიდი საჩუქარი 1964 წლის დეკემბერში რუდი ვან გელდერის სტუდიაში ჩაიწერა, ჯონ კოლტრეინის, ელვინ ჯონსის, ჯიმი გარისონისა და მაკკოი ტაინერის ქიმია ერთი წლის შემდეგ, IMPULS-ის ახალაგზრდა ლეიბლზე გამოვიდა. ალბომის ჩაწერიდან 58 წელი გავიდა და სიყვარული ისევ ეზენაესია. მასზე წერენ წიგნებს, იღებენ ფილმებს, ასრულებენ და სწავლობენ ჯონ კოლტრეინის ბგერას, რომელიც დაუვიწყარი და წამსვე ამოცნობადია. კოლტრეინის შედევრი ალბომი მასში მომხდარი გარდატეხის ანარეკლია, მისი სულიერი მანიფესტი - A Love Supreme - ღმერთის პოვნის შედეგია.