ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში 

20 ივნისი 2022, 22:34 6797 ნახვა

ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16,250 მილიონი ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს.

ასევე - წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა!

ნიკო თევდორაშვილია გადაცემის სტუმარი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი.