ოზონის შრემ დამაბინძურებლების შეზღუდვის გამო, პირვანდელ მდგომარეობასთან დაბრუნება დაიწყო.

26 სექტემბერი 2022, 20:18 2811 ნახვა

ოზონის შრემ დამაბინძურებლების შეზღუდვის გამო, პირვანდელ მდგომარეობასთან დაბრუნება დაიწყო.

სექტემბერში ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღეს თავისი წილი დატვირთვა აქვს მსოფლიოს გაჯანსაღებაში, ოზონი ატმოსფეროს ერთ-ერთი შრეა, რომელიც დედამიწის ზედაპირს მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს. მისი დაზიანება გაზრდის ჩვენამდე მოღწეული ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობას. ჭარბი რაოდენობის სხივები კი ცოცხალი ორგანიზმებისთვის შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს. დამაბინძურებლების შეზღუდვის გამო  ოზონის შრემ ბოლო წლებში დაიწყო პირვანდელ მდგომარეობასთან დაბრუნება.

ოზონის შრის შესახებ, მის პირვანდელ და ახლანდელ მდგომარეობაზე გადაცემაში საუბრობს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჰაერის დაცვის ხელმძღვანელი და ოზონის ოზონის პასუხისმგებელი პირი საქართველოში - ნოე მეგრელიშვილი.