ველოსიპედის მსოფლიო დღე

03 ივნისი 2022, 17:18 12911 ნახვა

ველოსიპედის მსოფლიო დღე

# „კონტაქტი“

3 ივნისი ველოსიპედის მსოფლიო დღეა. ამ დღის დაარსების მიზანი მოსახლეობაში ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია, გარემოს გაფრთხილება და კლიმატის ცვლილების პროცესის შეჩერებაა.

ველოსიპედის მსოფლიო დღე 2018 წლის აპრილში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააარსა. რეზოლუციას ხელი 60-მდე ქვეყანამ მოაწერა. ამ დღისთვის, სპეციალური ლოგოც შეიქმნა.

მსოფლიოს მასშტაბით ველოსიპედები სატრანსპორტო სისტემის ნაწილია და იგი გარემოს დაბინძურების შემსუბუქებას უწყობს ხელს.

დღევანდელი, 3 ივნისის გადაცემაში ამ მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ერთგულ მეგობრებს შევხვდით და ასევე მოვისმინეთ ეკოლოგის საინტერესო მოსაზრებები და რეკომენდაციები .

"კონტაქტის" სტუმრები იყვნენ ველო აქტივისტები, Critical Mass Batumi -ს დამფუძნებლები თეიმურაზ წულუკიძე და მექი ბერაძე, ეკოლოგი კახა გუჩმანიძე.