აივ ინფექცია/შიდსი

17 მაისი 2022, 17:37 14223 ნახვა

აივ ინფექცია/შიდსი

#კონტაქტი

„ჩვენ გვახსოვს ,ჩვენ ვმოქმედებთ,ჩვენ ვცხოვრობთ! „ ამ სლოგანით , მაისის მესამე კვირას, მსოფლიომ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

დღეს, მსოფლიოში აივ-ით თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს .

საქართველოში აივ/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აქტიურად ახორციელებს დაავადების მონიტორინგს და მნიშვნელოვანი მიღწევებიც აქვს მკურნალობაში აივ/შიდსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად.„კოვიდ-19“ პანდემიამ ნათლად ცხადყო, რომ ამ ადამიანებისთვის სოლიდარობა და ერთიანი პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

რა კეთდება დაავადების გამოვლენის, მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, როგორია სამოქალაქო საზოგადოების როლი სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში ---ამ და სხვა საკითხებზე დღევანდელი, 17 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომა" ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ხარატი.