ევროპის დღე

09 მაისი 2022, 17:11 1196 ნახვა

ევროპის დღე

#კონტაქტი

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ.

ევროპის დღე სათავეს იღებს 1950 წლის 9 მაისიდან, როცა საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ისტორიული მნიშვნელობის დეკლარაცია წარადგინა , რითაც ევროპულ თანამეგობრობას ჩაუყარა საფუძველი. ამჟამად ევროკავშირი 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.საქართველოში ევროპის დღე 1993 წლიდან აღინიშნება. თუმცა, 2013 წლამდე ღონისძიებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. 2013 წლიდან კი ყველა დაინტერესებული მხარისთვის ღიაა.

რა არის ევროპის დღის მთავარი გზავნილი და რა აქტივობებია დაგეგმილი -დღევანდელი, 9 მაისის გადაცემის პირველ ნაწილში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრას,რომლის მიზანი ახალგაზრდებში ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციაა . „კონტაქტის“ სტუმარი იყო მალხაზ ნაკაშიძე, ჟან მონეს პროფესორი, ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი.