მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროფესიული პროგრამები

02 მაისი 2022, 17:42 3912 ნახვა

მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროფესიული პროგრამები

#კონტაქტი

პროფესიული განათლება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ეს იმითაა განპირობებული , რომ ჩვენს რეალობაში პროფესიული განათლება უმოკლესი გზაა დასაქმებისკენ და პროფესიული სასწავლებლები სწორედ იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე არიან ორიენტირებულნი , რაც სჭირდება ამა თუ იმ სექტორს გამართული მუშაობისთვის.

ასევე აღსანიშნავია პროფესიული განათლების რეფორმა, რომლის შედეგადაც არაერთი ცვლილება განხორციელდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის.

დღევანდელი , 2 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამებზე , რომლებზეც მიღება კოლეჯში „ბლექსი“ მიმდინარეობს. ასევე შევეხეთ გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ კოლეჯის „ბლექსი“ პიარ-მენეჯერი თამარ დიასამიძე და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი მანანა კობალაძე.