მწვანე გრანტები

11 მაისი 2022, 17:49 12683 ნახვა

მწვანე გრანტები

#კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს  „კონტაქტი“ სოფლის  და  სოფლის  მეურნეობის  განვითარებაზე ორიენტირებულ თემას  ეთმობა.

დღევანდელი, 11  მაისის  გადაცემის  თემა  იყო  „მწვანე  გრანტები“.

ეს  მიზნობრივი კომპონენტი  სოფლის  განვითარების  პროგრამას    გასულ  წელს  დაემატა  და  წელსაც  განხორციელდება.

რაც შეეხება სოფლის განვითარების პროგრამას, მას სოფლის განვითარების სააგენტო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” ფარგლებში ახორციელებს.

რა მიმართულებებს ითვალისწინებს მწვანე გრანტები, ვის შეუძლია მოიპოვოს დაფინანსება და რა ეტაპების გავლაა ამისთვის აუცილებელი, როგორია გასული წლის გამოცდილება  ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე გაეროს განვითარების პროგრამის, "სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3" პროექტის კოორდინატორმა  აჭარაში  ვახო კონცელიძემ ისაუბრა.