„ტრუმენის შოუ“

02 მაისი 2022, 09:09 3324 ნახვა

„ტრუმენის შოუ“

„ტრუმენის შოუ“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც აჩენს კითხვებს იმ სამყაროს ნამდვილობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 1998 წელს გადაიღეს და საკმაოდ დიდი დროა გასული, ის დღეს უფრო აქტუალურიცაა.

ფილმში ნაჩვენებია ის კომერციული და სარეკლამო იმპერატივები, რომლებსაც ვხედავთ და გარს გვახვევია. მედია მანიპულაციები და სასურველი საინფორმაციო ვაკუუმის შექმნის სრული ტექნიკური და იდეოლოგიური შესაძლებლობები. კომერციული მიზნებით შექმნილი ფიქცია, რომელშიც ტრუმენი ცხოვრობს მართულია გიგანტური გასართობი ინდუსტრიის და კონკრეტულად შოუს შემქმნელის, ქრისტოფის მიერ. ის სხვადასხვა მანიპულაციას იყენებს, რათა ტრუმენის შოუში დატოვებითა და შენარჩუნებით მოახდინოს ასეული მილიონობით მაყურებლის სამომხმარებლო გემოვნებისა თუ ქცევის კულტურის ფორმირება.