დედაენის დღე და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტები

14 აპრილი 2022, 17:30 15396 ნახვა

დედაენის დღე და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტები

#კონტაქტი

საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღეა.

ეს თარიღი 1990 წლიდან აღინიშნება.

ზუსტად 44 წლის წინ , 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ქართველმა საზოგადოებამ კრემლს საბჭოთა კონსტიტუციაში იმ ნორმის ჩადების საშუალება არ მისცა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ენად ქართულის მაგივრად, რუსული უნდა გამოცხადებულიყო.

ეს იყო საბჭოთა ეპოქისთვის უცხო, გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლა, რომლის სათავეში ქართველი სტუდენტები იდგენ.ახალგაზრდებს მხარს უჭერდა მთელი ქართველი საზოგადოება.მთავრობა იძულებული გახდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალ კონსტიტუციაში ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

დღევანდელი, 14 აპრილის გადაცემაში ამ დღის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების შესახებ ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ მზია ხახუტაიშვილი და ნანა ცეცხლაძე - ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები.