სამოდელო /სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები

23 მარტი 2022, 17:47 3024 ნახვა

სამოდელო /სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები

#კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID ) დიდი ხანია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანი იმ დარგების განვითარებაა , რომლებსაც შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნია .

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალმა (CNFA) საქართველოს რეგიონებში ხუთი სამოდელო/სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობა შექმნა , მათ შორის ორი აჭარაში, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სათბურებში მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებენ.

როგორ აისახა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქტიულობაზე და არსებული სასათბურე მეურნეობების ტექნოლოგიური გადაიარაღება ფერმერებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია-ამაზე 23 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო მამუკა თურმანიძე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის კონსულტანტი.ტელეფონით გვერთვებოდნენ ფერმერები: ჯაბა თავართქილაძე და ბეგლარ ცინცაძე.