ჟან მონეს პროგრამა
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან მონაწილეობს ევროკომისიის დაფინანსებულ ჟან-მონეს პროგრამაში.პროგრამის მიზანია ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგი საზოგადო მოღვაწის ,ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ევროპის პირველი საპატიო მოქალაქის ჟან-მონეს კათედრა ფუნქციონირებს.
გასულ საწავლო წელს ჟან მონეს კურსი წარმატებით დაასრულა ბათუმის უნივერსიტეტის 52 სტუდენტმა. ამჟამად პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში სტუდენტების ახალი ნაკადია ჩართული .
დღევანდელი, 7 თებერვლის გადაცემაში ჟან მონეს პროგრამაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ: მალხაზ ნაკაშიძე, ჟან მონეს პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი და შალვა შალიკაძე , ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის სტუდენტი.
ტელეფონით გვერთვებოდა თამარ ოგანოვა , სამართლის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტი.