„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის"

20 იანვარი 2022, 17:15 16254 ნახვა

„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის"

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 20 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტზე - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის „ რომელსაც აჭარაში , გურიასა და სამეგრელოში ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით .

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია სტარტაპ გრანტების კონკურსი და დაწყებულია განაცხადების მიღება სტაჟირების პროგრამაზე.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ქეთი ლომაძე და დეა დარჩია, საგრანტო და სტაჟირების პროგრამების კოორდინატორები აჭარაში.

ტელეფონით გვერთვებოდა დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ ასისტენტი ნესტან კახაძე.