kორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი", ვაქცინაცია , რეკომენდაციები

21 დეკემბერი 2021, 17:11 12772 ნახვა

kორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი", ვაქცინაცია , რეკომენდაციები

# კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი" გამოჩდა.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაფიქსირებულია ორი შემთხვევა.

ორივე საქართველოს მოქალაქეა და აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და დუბაიში.ორივე იზოლირებულია და ამჟამად მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა .

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ აქვს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე შედეგი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ მაღალ გლობალურ რისკს წარმოადგენს.

რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონზე“ და როგორ დავიცვათ თავი, როგორია დღეს ეპიდვითარება რეგიონში, მატულობს თუ არა აცრილთა რაოდენობა , რამდენად აუცილებელია ბუსტერ დოზა -ამ და სხვა საკითხებზე დღევანდელი, 21 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.